დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. სხვადასხვა პროექტთან ერთად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე კეთდება.
ტერიტორია 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.
სივრცეში განთავსდება საპარკე ფურნიტურა, მოეწყობა განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. ასევე, დაიგება რულონური ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების მოაჯირებით.
მოსასვენებელი სივრცის მოწყობას დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.
პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მ.მ“ 152 576 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.