სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქალთა დაწესებულებაში კორონავირუსი ორ ბრალდებულს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია.
“N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა.
ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი.
რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.