ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა გდაიწყება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
“საქართველოში ერთადერთი აქტიური შეზღუდვა, რაც არის დარჩენილი – ეს არის კომენდანტის საათი. სხვა, თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. რაც შეეხება, რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი. ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.