კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე “კულტურის პალატის” თავმჯდომარეს დავით ოქიტაშვილს შეხვდა.
დავით ოქიტაშვილმა “მეტრონომთან” კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებსა და განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
როგორც ოქიტაშვილმა განაცხადა, აპრილში დაიგეგმა ელისო ბოლქვაძის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც კულტურის დარგში არსებული პრობლემები იქნება განხილული.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ამისიანი და იმისიანი, ყველა უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, და განსაკუთრებით კულტურას. კულტურაში მოღვაწე ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კრიტიკას, განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მწარე იყოს. აქედან გამომდინარე, აპრილში დაიგეგმა ელისო ბოლქვაძის შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან, სადაც ისაუბრებს არსებულ პრობლემებზე,”- განაცხადა ოქიტაშვილმა.
მისივე თქმით, განსხვავებული აზრის მიუხედავად, კულტურის კომიტეტის კარი ყველასთვის ღია იქნება, რაც ნიშნავს, რომ კულტურული დიპლომატია ყალიბდება.
ოქიტაშვილის შეფასებით, კულტურის დარგი განადგურების ზღვარზეა და ისი გადარჩენისთვის აუცილებელია განსხვავებული აზრის მოსმენა და საერთო კონსენსუსამდე მისვლა.
“რაც მთავარია, ქალბატონ ელისოსთან გავიარეთ საკითხები, რომ მან თქვა, რომ ჩემი კარი ღიაა, ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს, დავსხდეთ, ვისაუბროთ და მიხარია, რომ საქართველოს კულტურის პალატასა და კულტურის კომიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ყალიბდება.უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის კარგად აღქმას და ეს ადამიანებს არ უნდა აღიზიანებდეთ. ეს არის კულტურული დიპლომატია.რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა იყოს, ჩვენ ყველა ერთად უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე, რაც ქართულ კულტურას გადაარჩენს.
არავის ეწყინოს და დღეს ქართული კულტურა არის განადგურების გზაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია თანამშრომლობა. შევხდებით ყველა ადამიანს და ვისაუბრებთ დღევანდელ პრობლემაზე და ერთობლივად შევჯერდებით, როგორ გამოვიდეთ ყველა შექმნილი ჩიხიდან,,”- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა “მეტრონომთან.”
16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
შეგახსენებთ, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი