კუბა კორონავირუსის პროგრამაში ადგილობრივი წარმოების ვაქცინების გამოყენებას გეგმავს.
მოსახლეობის აცრა ვაქცინების -“სობერნა2-ითა” და “აბდალათი” იგეგმება.
როგორც “როიტერი” იუწყება, ქვეყნის მთავრობა მაისისთვის დედაქალაქის – ჰავანის მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას აპირებს.
nbcnews-ის თანახმად, კუბამ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაში, მარტის თვეში დაიწყო თავისი ორი ვაქცინის, “სობერნა 2-ისა” და “აბდალას” გამოცდის ბოლო ფაზა.
იმ შემთხვევაში თუ ცდები წარმატებით დასრულდება, კუბა იქნება პირველი ქვეყანა ლათინური ამერიკის რეგიონში, რომელმაც საკუთარი ვაქცინა შექმნა.
ამ დროისთვის კუბაში ხუთი ვაქცინის შექმნა და გაუმჯობესება მიმდინარეობს.