„ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც საზოგადოებას წაკითხულის გააზრება უჭირს”, – ამის შესახებ მცხეთაში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და წერს.
იგი განმარტავს, თუ ვინ არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც ამნისტია შეეხოთ:
მხოლოდ სათაურს რომ კითხულობთ, სტატია წაიკითხეთ პირველ რიგში და დასკვნები შემდეგ გამოიტანეთ.
P.S ვისაც აზრის გამოტანა გიჭირთ განვმარტავ რომ მკვლელები არ გამოუშვიათ, იქ არიან სადაც უნდა იყვნენ.
საუბარია სამ საბურთალოელ პირზე, რომლებიც ჩხუბის ეპიზოდში იყვნენ დაჭერილები და გიოს მკვლელობასთან არანაირ შემხებლობაში არ არიან“, – წერს ანი შაქრაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ამნისტია შეეხო.