ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როდის გაუქმდება კომენდანტის საათი – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამისი საფუძველი და ფუფუნება. პანდემია კვლავ არის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს შეზღუდვების მნიშვნელოვანი გამკაცრებები მაშინ, როდესაც საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები,“ – აღნიშნავს ტიკარაძე.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

იტვირთბა....