CNews-ის ინფორმაციით, ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელმაც “რუსთავი 2“-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, “TV პირველში“ გადადის. CNews-სთან საუბარში მაია ასათიანის პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ წამყვანის „TV პირველზე“ გადასვლის ფატქი არც უარყო და არც დაადასტურა.
ცნობისათვის, მაია ასათიანმა „რუსთავი 2“ 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გუშინ, 25 მარტს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ „შორენას ეფექტი“ დაიხურა. აქვე გეტყვით, რომ გასართობი გადაცემების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია „რუსთავი 2“-ში ბრუნდებიან.