ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კუბილიუსი ნატა საბანაძეზე – “ვფიქრობ, აიძულეს გადამდგარიყო”

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩის, ნატა საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას “ფორმულას ეთერში გამოეხმაურა.

კუბილიუსის განცხადებით,  შესაძლოა, ეს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს უკავშირდებოდეს, სადაც მან სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან კრიტიკული გზავნილები მიიღო.

“მე არ ვიცნობ ყველა დეტალს, ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო. ეს ცოტა უცნაურია და ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია პრემიერმინისტრის ვიზიტთან ბრიუსელში. პრემიერმინისტრის ძალისხმევის მიუხედავად, როდესაც იგი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ევროკავშირის ლიდერობამ და ხელმძღვანელობამ არ მიიღო მისი ახსნა, თუ რას აკეთებდა მთავრობა კრიზისის დროს. მან მიიღო გზავნილები სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან და ამიტომაც იყო ალბათ მიზეზი, პრემიერმა ან სხვამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ელჩის ბრალი. ეს არის არასწორი, – განაცხადა კუბილიუსმა.

იტვირთბა....