ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბურჭულაძე: ქვეყანაში სადაც ზურაბიშვილია პრეზიდენტი, იყოს წულუკიანიც კულტურის მინისტრი

“რა გითხრათ?! იმ ქვეყანაში, სადაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და ღარიბაშვილი არის პრემიერმინისტრი, რატომაც არა, იყოს წულუკიანიც კულტურის მინისტრი. აზრი არ აქვს, ქვეყანა არის უკვე დაშლილი. რაც არ უნდა კარგი კულტურის მინისტრი მოვნახოთ, ამ სისტემაში მაინც ვერ გააკეთებს ვერაფერს.”

პაატა ბურჭულაძე – ქართველი საოპერო მომღერალი და  მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი

ამის შესახებ მან “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

ბურჭულაძემ აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე 19 მარტს დაინიშნა. 

იტვირთბა....