ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას ძლიერი ნალექის გამო სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.

“24 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა, კონკრეტულად კი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სათავე ნაგებობაზე აიმღვრა წყალი, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იძულებული გახდა მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეეწყვიტა.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.

სპეციალისტების განცხადებით ამ დროისთვის ფასანაურში წყლის ნორმა სტაბილურია და დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, უახლოეს საათებში წყლის მიწოდება აღუდგება ჟინვალსაც. რაც შეეხება დუშეთს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი ხვალ დღის განმავლობაში მიეწოდება.

იმ შემთხვევაში თუ ხვალ დუშეთს წყლის მიწოდება არ აღუდგება შესაბამისი სამსახურები სასმელ წყალს მოსახლეობას წყალმზიდის საშუალებით მიაწოდებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....