გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, 28 მარტიდან გერმანიაში უცხოეთიდან ჩამსვლელ პირებს თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ.
როგორც გერმანის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მგზავრებმა კორონავირუსზე ტესტი გამგზავრებამდე სულ მცირე 48 საათით ადრე უნდა ჩააბარონ. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში არ დაუზუსტებიათ, საუბარია PCR თუ ანტიგენურ ტესტზე.
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი აღნიშნულ ტესტს არ წარადგენს, მას თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებენ.