საზოგადოება

სელფები და სელფები – ორმხრივი ქათინაურები ნათელაშვილისა და გვარამიას შესრულებით

nanuka da shalva

 

ორშაბათს მეგა პროექტ „ნიჭიერის“ სპეციალურ ჟიურის წევრად მაყურებელს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მოევლინა.

პროექტის ჟიურის გამოცდილმა წევრებმა, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პოპულარული შოუს წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა იუმორისტული გამოსვლებით ცნობილ და ქარიზმატულ პოლიტიკოსთან შალვა ნათელაშვილთან „სელფები“ გადაიღეს.

ნიკა გვარამიამ მოგვიანებით ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს :

„ხოდა ასე – 33.74% რეიტინგი ნიჭიერს. მე ასეთი ნამდვილად არაფერი მინახავს, სხვისი არ ვიცი. შალვა ნათელაშვილი, ისედაც მწვერვალებს ეთამაშებოდა ეს ნიჭიერი და შენ მთლად კოსმოსში გაიყვანე, ჩაკრულოსავით „ – წერს ნიკა გავარამია.

თავის მხრივ, გვარამიას წინააღმდეგ ქათინაურები არც ნათელაშვილმა დაიშურა. როცა ერთ-ერთმა გამომსვლელმა თავისი ნომერი დაასრულა, გვარამია ფეხზე წამოდგა და ტაშით შეეგება.

“ნიკა გვარამიას ფეხზე დაყენება ამ მთავრობამ ვერ შეძლო, შენ კი ეს მოახერხე” – ასეთი კომენტარი გააკეთა ნათელაშვილმა იმავე მონაწილის გამოსვლის შემდეგ.

 

 

იტვირთბა....