თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადების თანახმად, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე კიდევ ერთი მეწყრული ზონა გამოვლინდა.
მერიის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების გამო, 25 მარტის 21:00 საათიდან 22 მარტის 08:00 საათამდე, მიმდებარე მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალული იქნება.
“თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.” – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.