ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, უბრალოდ მან დააჩქარა გადადგომა” – ღარიბაშვილი

​რაც შეეხება ელჩი საბანაძის გადადგომას, ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონ ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, უბრალოდ მან დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს ეს საკითხი”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ამით ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის გადადგომას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას პოსტის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომდე ჰქონდა გადაწყვეტილი.

საბანაძის გადადგომას წინ უსწრებდა ევროკომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა, შარლ მიშელმა კი განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი საქართველოს კვლავ ეწვევა.

იტვირთბა....