ახალი ამბები კულტურა მთავარი ჩვენი სტატიები

გივი სიხარულიძე: “ადამიანი, რომელიც ამხელა იუსტიციის სამინისტროს მეთაურობდა, რაღაცა კულტურის სამინისტროს ვეღარ გაუძღვება?”

მსახიობი გივი სიხარულიძე “მეტრონომთან” თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, წულუკიანს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის შემდეგ, კულტურის სამინისტროს მართვა არ გაუჭირდება.

მსახიობის შეფასებით, წულუკიანი კარგი მენეჯერია და არ არის აუცილებელი, კულტურის უწყებას ამ სფეროს წარმომადგენელი მართავდეს.

“ადამიანი რომელიც ამხელა სამინისტროს მეთაურობდა, სამინისტროს რომელიც თითქმის მთელი სახელმწიფოა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მასზეა აგებული, რაღაცა კულტურის სამინისტროს ვეღარ გაუძღვება? კულტურის მინისტრი აუცილებლად კონსერვატორიისა და თეატრალურ დამთავრებული ადამიანი კი არუნდა იყოს. უნდა იყოს მძლავრი მენეჯერი და საქმის მცოდნე. საქმეს სჭირდება საქმის მცოდნე, რომ საქმეს გაუძღვეს და მე ვფიქრობ, რომ წულუკიანი ამას შეძლებს.”

შეკითხვაზე, თუ რამდენად შეეფერება თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს, მსახიობი პასუხობს, რომ ტიპაჟი ამ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი.

“ტიპაჟის მიხედვით შეიძლება მსახიობი შეარჩიო, მარა საქმეს საქმის გამკეთებელი ადამიანი ჭირდება. ტიპაჟი ამ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი.”

შეგახსენებთ, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ავტორი: ტატო ჩახნაშვილი

 

 

იტვირთბა....