ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე

რუსეთი ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას განაგრძობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რასაც შესაბამისი კოლექტიური თავდაცვა სჭირდება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სიფხიზლის შენარჩუნება და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანია, რუსეთის კონფრონტაციული ქმედებების საპასუხოდ.

“რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ასევე რუსეთი დეზინფორმაციული ფაქტების გავრცელების გამო გააკრიტიკეს. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს.”

შეგახსენებთ, ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი 23-24 მარტს გაიმართა, რომელსაც 30 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო.

იტვირთბა....