პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება და კითხვას უსვამს ხელისუფლებას, რომ რასაც გმობდნენ და ახლა თვითონ აკეთებენ ნუთუ ეს ეამაყებათ? მაგალითად კი ფონდი “იავნანას” დისკრედიტაცია მოჰყავს.
ის შეახსენებს მმართველ პარტიას, რომ ქართული კულუტურა მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულ ადგილს იკავებს და მას მოფრთხილება სჭირდება.
“თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა – იმ ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? არც იუსტიციის მინისტრის რანგში გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე ერთი განცხადება მაინც ამ მართლაც უკიდურესად სამარცხვინო და ქვეყნისთვის მავნებლური საქმის შესახებ. პირიქით, ამ ბოროტმოქმედების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის პოსტვ -ის წამახალისებლად მოგვევლინა და პროტესტის ნაცვლად, ექსკლუზიურად ესტუმრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთი ბატონის მსახურებამ ის გადაცემის წამყვანის დონემდე დაიყვანა.
იმ მავნებლობების შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ძალიან რთულია ჩუმად ყოფნა, ამიტომ ანიტა რაჭველიშვილზე ტროლების მისევას სჯობს მიზეზებზე დაფიქრდეთ! ასევე, გირჩევთ ბევრჯერ გაიხსენოთ, რომ ქართული კულტურა არის ის ერთ-ერთი მთავარი, რითაც ჩვენი ქვეყანა დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო რუკაზე.”
შეგახსენებთ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.