ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,ცეცხლზე ნავთს ასხამს” – ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია ,,კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლების განცხადებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცეცხლზე ნავთს ასხამს.

,,მე არ ვიცი ხელისუფლება შეუგნებლად აკეთებს ამას თუ შეგნებულად, რომ მერე თქვას, არავის უნდა ვაქცინაცია და არც მომთხოვოთო შემოტანა, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ქმედებები და განცხადებები ცეცხლზე ნავთს ასხამს. ახლა დაუსრულებლად მოთქვამენ კორონა–ჯანდაცვის შეფები, კატასტროფული პასიურობააო ვაქცინასთან დაკავშირებით. ამ განცხადებებით და დროის გაჭიანურებით კიდევ უფრო ამძიმებენ ვითარებას. არადა მარტივია: გახსენით ვაქცინაცია სხვადასხვა ჯგუფებისთვის დროზე და ორ დღეში არაფერი რომ აღარ დარჩება მაგ ვაქცინიდან, მერე ვნახავთ, არის თუ არა მართლა უნდობლობა ვაქცინის მიმართ. ჩემი ოთხწევრიანი ოჯახიდან სამნი მოგაკითხავთ ასაცრელად. მორჩით ზმუილს და საქმეს მიხედეთ”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

იტვირთბა....