მიანმარში არეულობას 7 წლის გოგონა ემსხვერპლა. ეს არის ყველაზე პატარა მსხვერპლი, მას შემდეგ რაც არეულობა დაიწყო ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხინ იო ჩიტის ოჯახში აცხადებენ, რომ, გოგონას მაშინ ესროლეს, როდესაც ის მამასთან ერთად სახლისკენ გარბოდა. შემთხვევა ქალაქ მანდალაიში მოხდა.
ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი არასრულწლოვანი მსხვერპლი. გადატრიალების შემდეგ 20- მდე ბავშვია დაღუპული.
არეულობის დაწყების დღიდან ოფიციალურად 164 ადამიანია დაღუპული, თუმცა სხვა წყაროებით გარდაცვლილთა რიცხვი 261 -მდეა.
შეგახსენებთ, მიანმარში დემონსტრაციები თებერვლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და სათავეში სამხედროები მოვიდნენ.