ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სიკვდილის შემდეგ გოგონას ლაივი ქრება, ასევე ლიფტში მისი ფეხსაცმელი იპოვეს”- გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს

15 წლის გოგონას ოჯახს, რომელიც აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს, გამოძიებასთან კითხვები აქვს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონა შემთხვევით ვერ გადმოვარდებოდა და მას ან ხელი ჰკრეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ნათესავი ტვ “პირველთან” ჰყვება, ოჯახს ამ ვერსიის დამამტკიცებელი ფაქტებიც აქვთ.

კონკრეტულად, გარდაცვლილის  ნათესავი აცხადებს, რომ ლიფტში გოგონას ფეხსაცმელი და ზურგჩანთა იპოვეს, რაც ბადებს ვარაუდს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სახლიდან კურტკა, არ ეცვა და ადის მეცხრე სართული სახურავზე… დარეკეს პატრულში და აქედან გამომდინარე ვიდრე მოვიდა, ბავშვს უღებდნენ ლაივს. ბავშვი სიკვდილის შემდეგ ეს ლაივი ქრება. დიდი ეჭვი მაქვს, აქ არის არათუ სუიციდის მცდელობას, ან სუიციდამდე მიყვანას აქვს საქმე, ან მკვლელობას. ბავშვი ზურგით იყო დაცემული, კეფა აქვს ჩამტვრეულინდა ძვლებსია დამტვრეული. სახეზე არ აქვს დაზიანებები.

არ გამოვრიცხავ, ყოფილიყო კონფლიქტი და შეხლა-შემოხლა,”- აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

ნათესავის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წერილი იპოვეს, თუმცა შინაარსი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, 23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი აფრფიკის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....