ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ – ის სენატორი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

სენატორმა რონ ჯონსონმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავება შესთავაზა, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლის სესრულება შეუძლიათ მიმდინარე პროცესების განეიტრალებაში.

მან ასევე, მხარეებს მოლაპარკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა, რათა პოლიტიკური კირიზისი მალე აღმოიფხვრას.

„მე ვფიქრობ, ხანდახან საკმარისად არ ვაფასებთ, რა შეუძლია გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა. როგორც ჩვენმა მომხსენებლებმა აღნიშნეს, სენატს შეუძლია მნიშვნელოვანი მესიჯების გაგზავნა განცხადებების სახით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ, ასევე, პოტენციურად შეგვიძლია რეზოლუციის გაგზავნაც. ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარტიებს, რომ დასხდნენ ერთად, გადაწყვიტონ უთანხმოება. ცხადია ამ დავის გადაჭრა მარტივი არ არის, მაგრამ მათზეა დამოკიდებული, არავის შეუძლია მათზე ზეწოლის განხორციელება. საინტერესოა, რომ ორივე პარტია ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაატარებს მის ნებას ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, ეს გვესმის დროთა განმავლობაში. ამ პარტიებზეა დამოკიდებული ყველაფერი. კარგი იქნება ამ რეზოლუციაზე მუშაობა, ვფიქრობ, რომ ეს, ასევე, იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და შეიძლება იყოს სასარგებლო“, – განაცხადა ჯონსონმა სენატორმა რონ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერტად, საქართველოს საკითხიც განიხილეს.

იტვირთბა....