ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ქევყანაში შექმნილ ეპიდსიტაუაციაზე იასუბრა.
ცერცვაძის თქმით, თუ მოსახლეობას მოქალაქეები ჩაიტარებენ ვაქცინაციას და დაიცავენ რეგულაციებს კომენდანტი საათი მოიხსნება.
“მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი, პირველი – ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე, მიუხედავად ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. აუცილებელია, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესი, ამის პარალელურად ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის აცილებას.
ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, ფრო შემცირდეს ინფიცირების მაჩვენებელი, შესაძლოა განულდეს სიკვდილიანობის მაჩვენებლი. რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტი საათის“,- ამბობს ცერცვაძე.