ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: “ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და დროზე მოვიყვანოთ გონზე”

“საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სენატში მსგავსი საკომიტეტო მოსმენა აქამდე არასდროს ყოფილა,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას ტქმით, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში, საზოგადოებამ ეს უნდა გამოიყენოს და ეცადოს, რომ მსგავსი გარე ზეწოლა, შიდა პროტესტთან ერთად, გახდეს ფაქტორი, რომ „ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და დროზე მოვიდეს გონს“.

“არც მე მახსოვს და არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო. ერთადერთი, რასაც შემიძლია შევადარო, თუმცა გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ „ვარდების რევოლუციამდე“, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.

ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ სკომიტეტო მოსმენები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, როგორ წავა საქართველო წინ – ნატო-ში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.

თუმცა, დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით მსჯელობა არის იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია! ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ეს ფაქტორი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....