ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ამის შესახებ ინფორმაცის Al Jazeera ავრცელებს.
გენომის ანალიზისა და კვლევის შედეგად მაჰრასტრას შტატში აღმოჩნდა ვირუსის მუტირებული ვარიანტი, რომელიც აქამდე არ აღმოუჩენიათ, ამის შესახებ სამინისტროში განაცხადეს.
ინდოეთში, მაჰარასტრას შტატში ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლო 24 საათში ინდოეთში 47 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. სულ კი ქვეყანაში 11 733 594 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 160 477 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 11 203 016.