“საქართველო ინფიცირების მატების საფრთხის წინაშეა და ვაქცინაციის მიმართ უპრეცენდენტო პასიურობა შეინიშნება,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც ცერცვაძე ამბობს, საზოგადოება კორონავირუსის გამო დაწესებულ მინიმალურ რეგულაციებსაც აღარ ასრულებს. მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 42%-ზე ჩამოვიდა.
“სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო: ის, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი და ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება და მეორე – ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებაზე. სულ რაღაც ერთი თვის წინ 70% იყო პირბადეების ტარება, ესეც დაბალია – 90 უნდა იყოს და ეხლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია”. – განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს კი ქვეყანა “ფაიზერის” ვაქცინას ელოდება.