ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ელექტრო ენერგია წუხელ ღამიდან მოყოლებული არ მიეწოდება. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით თავად დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო cominf.org ავრცელებს.

ამ დრომდე უცნობია სად არის დაზიანებული მთავარი გადამცემი ხაზი, რითაც თვითაღიარებულ ტერიტორიას რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგია მიეწოდება. შესაბამისად უცნობია თუ როდის აღდგება ელექტრომომარაგება.

მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ ღამიდან თოვა და ქარბუქია. სავარაუდოდ ავარიაც დიდთოვლობას უკავშირდება.

ასევე, ჩაკეტილია ერთადერთი ავტომაგისტრალი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს.

უშუქობის გამო ცხინვალის საბავშვო ბაღებში სწავლა შეწყდა.

საავადმყოფოები და სხვა საციცოხლო დანიშნულების ობიექტები მუშაობას დიზელის გენერტორების საშუალებით აგრძელებენ.

იტვირთბა....