ახალი ამბები მთავარი

სტიქია ქარელში – დატბორილია საცხოვრებელი სახლები

ადიდებულმა მდინარე ფრონემ, სოფელ დვანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.

ასევე, წყლით დაიტბორა სამანქანო გზებიც. უხვი ნალექის გამო, მდინარის კალაპოტმა მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ამ ეტაპზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საკუთარი ხელებით ებრძვის სტიქიას და დახმარებას სპეციალურ სამსახურებისგან ითხოვს.

 

იტვირთბა....