ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავიაკატასტროფის შედეგად სამი რუსი სამხედრო პილოტი დაიღუპა

სამი რუსი სამხედრო პილოტი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი საცდელი ფრენისას მოულოდნელად კატაპულტირების ღილაკი გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა კალუგის სამხედრო ბაზაზე, მოსკოვიდან 145 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

კატაპულტირების ღილაკის გააქტიურების შემდეგ, სავარაუდოდ, პარაშუტს სიმაღლე არ ეყო, რომ მფრინავებს გაეხსნათ. სამხედრო პილოტები ტრავმების შედეგად გარდაიცვალნენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და დეტალები მალე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....