ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: “არ გამოვრიცხავთ შეზღუდვების დაწესებას”

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის დილაში” სტუმრობისას  შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არსებობს გარკვეული მსჯელობა.

თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, იკვეთება რამდენიმე რეგიონი, სადაც ინფიცირების მატება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს შეზღუდვების დაწესება.

“შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად.

ეს არის ამ ეტაპზე იმერეთი, გურია და სხვათაშორის, თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. დადებითობის მაჩვენებელი არის 2.2, ასევე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამოვრიცხავთ შეზღუდვების დაწესებას.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იტვირთბა....