გავლენიანი ფრანგული გამოცემა “ლე მონდი” საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემის კითხვებს ევროკავშირში ყოფილმა ელჩმა ნატა საბანაძემ უპასუხა.
მან არ უარყო, რომ ბოლო დროს “საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოებები ჰქონდა.”
“ყველა, მმართველი გუნდიდან აცხადებს რომ პრო-ევროპელია, მაგრამ არ კმარა მხოლოდ ამის თქმა, ეს საქმით უნდა დაამტკიცო” – განაცხადა მან. თუმცა მან არ ისურვა დეტალებში ღრმად ჩასვლა, რომ “სიტუაცია არ დაემძიმებინა.
შეგახსენებთ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ, თანამდებობა ორი დღის წინ, 21 მარტს დატოვა.