ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლომ მასალების ამოღებაზე TV პირველის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ მასალების ამოღების შესახებ TV პირველის საჩივარი  არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ იურისტ გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.

იუსრისტი პოსტთან ერთად ასაჯაროვებს განჩინების დეტალებსაც.

“სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის “სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი” და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში.

სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი.

ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და “თავიდან მოიშორა” საკითხის ამ ნაწილში შესვლა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია”, – წერს მშვენიერაძე.

TV “პირველმა “თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა, ტელეკომპანიიდან მასალები ამოიღოს, სააპელაციო სასამართლოში 12 მარტს გაასაჩივრა.

იტვირთბა....