უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი “ფეისბუქში” სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო. არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელაპარაკოს… შე კორუმპირებულო მინისტრო.. მე კი პატიოსანი ადამიანი ვარ..” – გადმოვიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე.
მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი… არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც. სააკაშვილი – ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს… საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა! არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით – ყველა ნეხვია და ის კი სუფთა… კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან? უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა… მან კი აიწყვიტა… უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია… ქურდს ქუდი აეწვა?!” – წერს ავაკოვი.
ამის შემდეგ, სააკაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინის შს მინისტრ არსენი ავაკოვის “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
“კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე”, – წერს სააკაშვილი.