ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმდენად ნატიფი გახდა დეზინფორმაცია, რომ შეიძლება განათლებით ექიმს და ექთანს დააჯეროს, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის” – აკაკი ზოიძე

ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ “დღის კურიერში” განაცხადა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვები ლეგიტიმურია, რასაც მყისიერად უნდა გაეცეს პასუხი.

მისივე განმარტებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დეზინფორმაციის მსხვერპლნი არიან.

“იმდენად ნატიფი გახდა დეზინფორმაცია, რომ შეიძლება განათლებით ექიმს და ექთანს დააჯეროს, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის. ამასთან, არის ლეგიტიმური კითხვები, რომელზეც პასუხები არ არის და ესეც გახდა მიზეზი უნდობლობის.

აქ ორ ნაწილად უნდა გაყო, არის დეზინფორმაცია და არის სწორი კითხვები, მაგალითად, იყო თუ არა საკმარისი დრო ვაქცინების განვითარების, არის თუ არა ხარისხიანი ეს ვაქცინა, რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს ვაქცინა დროებით, რომელიც უკვე განაახლა ევროპამ, რატომ დაიღუპა ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა. ამ კითხვებზე დროული, მყისიერი, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს სამიზნე აუდიტორიის მიხედვით,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იტვირთბა....