ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს: აფრიკაში უკანონო მშენებლობისთვის ქრთამის აღებაზე მერიის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....