ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

საქართველოში Pfaizer – ის ვაქცინა ხვალ შემოვა

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალიდან შემოვა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინის მიღება შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

,,ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება, შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც მოხდება “ფაიზერით” პირების ვაქცინირება. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო Pfaizer – ის 29 250 დოზას თებერვლის შემდეგ ელოდება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინით საჩხერის კლინკაში აიცრა.

იტვირთბა....