ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.
მათი საუბარი NATO – ს სხვადასხვა გამოწვევებს შეეხო, მათ შორის, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, “ჩრდილოეთის ნაკადი 2” და ასევე რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებს.
მათი აზრით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება კიდევ უფრო გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგეტიკაზე. ეს კი რუსეთის როლის ზრდას გამოიწვევს ევროპაში.
თუმცა სტოლტენბერგისა და ბლინკენის თქმით, სანამ ალიანსი ერთიანია და ერთი მიზანი ამოძრავებს, მსგავსი გამოწვევები მათ ვერაფერს დააკლებს.
შეხვედრები NATO- ს მინისტერიალის ფარგლებში 23-24 მარტს გაიმართება და ზემოხსენებულ საკითხებს უფრო დაწვრილებით განიხილავენ.