ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

NDI: მოსახლეობის 53% კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა

“ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკვლევას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი საკიტხი ვაქცინაციასაც ეხება.

ორგანიზაციის გამოკითთვის ერთ-ერთი კითხვა იყო, გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას.

მოქალაქეების 53%-მა განაცხადა, რომ ისინი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა. აცრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს მოსახლეობის 35%, ხოლო, 12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას.

იმავე გამოკითხვის თანახმად, იმ ადამიანთა 48%, ვინც აცრაზე უარს აცხადებს, ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს.

ცნობისთვის, NDI-ის დაკვეთით კვლევა CRRC-ის მიერ ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალის პერიოდში ჩატარდა (2 024 დასრულებული ინტერვიუ). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.

იტვირთბა....