თბილისის მერიის მიერ ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყერთან დაკავშირებით მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტებმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს.
მათი განცხადებით, მიღებული განხორციელბეული ზომები, რაც გზების ჩაკეტვასა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისიწინებს, აბსოლიტურად სწორია.
“ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც არის განხორციელებული აბსოლუტურად სწორია, კერძოდ გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის აბსოლუტურად მართებული. ეს არის სავარაუდოდ ინიცირების ფაზა შესაძლო მასშტაბური მეწყერის, ჩვენ უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები, მონიტორინგი”, – განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. ხოლო თბილისის მერიამ სიტუაციის შესაფასებლად გერმანიიდან ექსპერტები მოიწვია.