ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს. ხოლო მისი მეგობარი მამაკაცი, ეროვნებით პაკისტანელი მამაკაცი მძიმედაა დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სახლში სადაც ქალი და მამაკაცი იმყოფებოდნენ, 4 პირი მივიდა. მოგვიანებით მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ჩხუბის დროს სახლში მყოფი ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

პოლიციის მისვლამდე ქალი გარდაიცვალა. მამაკაცი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....