aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

შეიარაღებული თავდასხმა სუპერმარკეტში – დაღუპულია 10 ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული თავდასხმისას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ბოულდერში. მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით ვინაობასა და სხვა დეტალებს არ ახმაურებს.

ადგილობრივი ოფიციალური უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით შუადღის 3 საათზე მოხდა, სუპერმარკეტ King Soopers – ში, ქალაქ ბოულდერში, რომელიც შტატის დედაქალაქ დენვერიდან 45 კილომეტრითაა დაშორებული.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში აშშ-ში გახშირდა შეიარაღებული თავდასხმები. დაახლოებით ერთი კვირის წინ 8 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ჯორჯიის შტატში. დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცია.

იტვირთბა....