დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა დაფისირდა.
ასევე, როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი.
„იცით, რომ ის ევროპაში ვრცელდება და აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ალბათ ჩვენთანაც რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ვაქცინები, რაც დღეისთვის ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.