ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრთა გამოკვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა.
ამავე გამოკიტხვის თანახმად, გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა.
როგორც აღნიშნულ კვლევაში ვკითხულობთ, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. ხოლო კითხვას, თუ როგორი იყო ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმაზე – გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ პანდემიის საპასახუდ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეფექტური იყო. საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 37%.
“ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.
ამასთან, ამავე კვლევაში გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ არ მუშაობდა არც პანდემიამდე და კვლავაც უმუშევარია.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.