“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბადრი ბასიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და თან ფოტოსურათს ურთავს.
ბასიშვილის “ფეისბუქ” პოსტიდან ირკვევა, რომ ცხენებს მანქანა დაეჯახა, შემთხვევა კი წეროვანის გზაზე მოხდა.
ამავე პოსტის მიხედვით, სავარაუდოდ, ორი ცხენი უკვე დაღუპულია.
“წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური.” – წერს ბადრი ბასიშვილი.
წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური.
Posted by Badri Basishvili on ორშაბათი, 22 მარტი, 2021