ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთ ომში მგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები” – მიტროპოლიტი დიმიტრი

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში საბერძნეთის ეკლესიის მიტროპოლიტის იეროთეოსის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვაქცინას იკეთებს.

როგორც მიტროპოლიტი თავის პოსტში ამბობს, “ასეთ ომში მგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები.”

“პანდემია არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე.” – წერს მიტროპოლიტი.

იტვირთბა....