“ერთ პოლიტიკურ პარტიას მესამე ძალად ჩამოყალიბება ძალიან გაუჭირდება. მე მგონია, საბოლოო ჯამში, მესამე ძალა ჩამოყალიბდება რამდენიმე პარტიის ერთობლიობით. ნებისმიერი რაიმე ახალი ტიპის პარტიის გამოჩენა, რომელსაც რაღაც ტიპის მხარდაჭერა აქვს, ცვლის პოლიტიკურ კონფიგურაციას, აქედან გამომდინარე, ბევრი რამ გადალაგდება.”
ლევან იოსელიანი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი
ამის შესახებ ლევან იოსელიანმა“პოლიტიკურ პარასკევში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს 22 მარტს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.