“ქართული ოცნების ხმები არის ელექტორალული ბეღელი, მაგრამ ის განაწყენებული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც არ უნდა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ არ მოსწონს ქართული ოცნებაც, რატომ უნდა ჰქონდეს დიდი მოლოდინები გახარიასთან დაკავშირებით? ის ბოლო მომენტამდე დეგრადაციის გზაზე მდგარი ქართული ოცნების პრემიერი იყო.”
ეკა ბესელია – პარტია ,,სამართლიანობისთვის” ლიდერი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ “პოლიტიკურ პარასკევში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს 22 მარტს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.