ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაგრძელდება.
როგორს საბამაძე Twitter-ზე წერს, საქართველო ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს ვერ გაუძლებს.
დიპლომატმა Twitter-ზე იოზვაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა და დაწერა:
“ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს”, – წერს ნატალია საბანაძე.
შეგახსენებთ, 18 მარტს ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.