ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა, ბიძინას სჭირდება იმის ჩვენება, რომ უფრო დავარცხნილი მოკავშირეებიც ყავს” – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ყოფილი პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

ჩერგოლეიშვილი თავის პოსტში დასძენს, რომ – “ახლა, ბიძინას სჭირდება იმის ჩვენება, რომ მხოლოდ ღარიბაშვილის და კობახიძის იმედად არ არის და უფრო დავარცხნილი მოკავშირეებიც ყავს.”

“გუშინ, ნატა საბანაძის გადადგომას მოყვა, დღეს – გახარიას თემის განსაკუთრებული გააქტიურება.

ნატა საბანაძის გადადგომა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ეგ ქმნიდა ამ ქვეყნის ნორმალურობის შთაბეჭდილებას ევროკავშირში – ობიექტურად, ძალიან კარგი ელჩი იყო.

ახლა, ბიძინას სჭირდება იმის ჩვენება, რომ მხოლოდ ღარიბაშვილის და კობახიძის იმედად არ არის და უფრო დავარცხნილი მოკავშირეებიც ყავს.

ანუ რაც დღეს ხდება, იმის დასტურია, რომ ივანიშვილი გამოსავალს ეძებს.

გამოსავალს მაშინ ეძებ, როცა ხვდები რომ რთულ ვითარებაში ხარ.

პ.ს. ივანიშვილის გვერდები აპიარებენ გახარიას და რამდენიმე ბრძენი ჩემს ნიუსფიდში გახარიას ოპოზიციონერობას მიესალმება.

თავმოყვარეობაზე ხელს რომ აიღებ, მერე ყველაფერი შეიძლება ქნა, ეგ ხომ იცით?” – წერს ჩერგოლიეიშვილი.

იტვირთბა....