კვირას სირიის ჩრდილოეთით თავდასხმა მოხდა საავადმყოფოზე, რისი შედეგადაც მინიმუმ 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე მძიმედ დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახეგ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
უკეთესი დაცვისთვის საავადმყოფო მიწისქვეშ იყო აშენებული, თუმცა თავდახმისგან ამანაც ვერ გადაარჩინა.
ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, საავადმყოფო თვეში დაახლოებით 10 000 – მდე პაციენტს ემსახურებოდა.
თურქული მხარე თავდასხმაში სირიის არმიასა და ასადის რეჟიმს ადანაშაულებს.